მარინე აბუთიძე

ასისტენტ-პროფესორი; სერგი დურმიშიძის ბიოქიმიისა და ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი

მარინე აბუთიძე

ასისტენტ-პროფესორი; სერგი დურმიშიძის ბიოქიმიისა და ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი

m.abutidze@agruni.edu.ge Copy Email Copied!

ბიოგრაფია

1985 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი გენეტიკის სპეციალობით. 1999 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია ბიოქიმიის სპეციალობით თემაზე: “ჩაის ფოთლის ß-გლუკოზიდაზას გამოყოფა, გასუფთავება და დახასიათება” და მიენიჭა ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი. 1992 წლიდან მუშაობს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მცენარეთა ბიოქიმიის ინსტიტუტის და შემდეგ სერგი დურმიშიძის ბიოქიმიისა და ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერ–თანამშრომლად. სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით 2014 წელს ჩატარებულ გამოფენაზე - „ქართული ინოვაციები და გამოგონებები ბიზნესისათვის“ წარდგენილი აქვს პროდუქტები ფარმაცევტული წარმოებისათვის. 2014 წელს FP7 პროგრამის ფარგლებში მონაწილეობდა მურსიის უნივერსიტეტში (ესპანეთი) ერთობლივ კვლევაში. მონაწილეობას იღებდა შემდეგ ტრენინგებში: „ღია განათლება და ღია საგანმანათლებლო რესურსები“ (ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა, 2021), „ციფრული მხარდაჭერით სწავლა და ციფრული კომპეტენციების ჩარჩო პედაგოგებისათვის“ (ERASMUS), “ცვლილებები საკლასო ოთახში: ინოვაციური სწავლებისა და სწავლის ხელის შეწყობა სტუდენტის სასწავლო გამოცდილების გასაუმჯობესებლად აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში” (2021 წელი, თბილისი, საქართველო). 2014 წლიდან არის საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი.

განათლება

1999 - ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სერგი დურმიშიძის სახელობის მცენარეთა ბიოქიმიის ინსტიტუტი
1985 - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბიოლოგიის ფაკულტეტი სპეციალობით გენეტიკა

პუბლიკაციები

Omiadze, N., Mchedlishvili, N., Rodrigues-Lopez, J.N., Abutidze, M., Sadunishvili, T., Pruidze, N. (2014). Biochemical Processes at the Stage of Withering during black Tea Production.  Appl. Biochem. Microbiol., Vol. 50, No 4, pp.394-397. 

Mchedlishvili, N., Omiadze, N., Abutidze, M., Rodrigues-Lopez, J.N., Sadunishvili, T., Gurielidze, M., Kvesitadze, G. (2014). Investigation of phenolic content, antioxidant and antimicrobial activities of natural food red colorant from Phytolacca americana l. Fruits.  Annals of Agrarian Science, Vol. 12, No. 3, pp. 71–75.

Abutidze, M., Omiadze, N., Mchedlishvili, N., Rodrigues-Lopez, J.N., Sadunishvili, T., Kvesitadze, G. (2014). New antiviral herbal remedies for herpes simplex and herpes zoster. Annals of Agrarian Science, 2014, Vol. 12, No. 3, pp. 15–1.